70. უფორმო

1508194_684961754950489_351884060278969051_n

ჩვენს გარშემო არიან ჩვენზე მდიდრები და ჩვენზე ღარიბები. ხალხი, რომელიც ამ გარემოში ასე ცხოვრობს . ეს  ჯიპი პარკინგზე ვერ ეტევა და გოგონას ყავა რომ უცივდება სინანულით ამოდის ცაზე მერე მზე. ამ ქუჩაზე  ციგანი ბავშვი ცივ მიწაზე გორავს და ფეხებს აბაკუნებს თბილ და დახეულ წინდებში. ჭრელია წინდები, შავია ჯიპი, ქერაა იმ გოგოს თმა და აივანზე წვიმის წვეთებმა მზე ჩააბარეს ღრუბლებიან ცას. დღეს ჩვენ ვაკანსია გვაქვს და ქვია ვნებების კოორდინატორი.

 

© ბალდონელი


Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.