97. ჩვენ

იყო და არა იყო.. და არა იყო.. .და.. იყო.. რა ? შენზე უკეთესი არ იქნებოდა სხვა..  გახვედი და არაფერი დარჩა აქ, მერე რა. გათენდა. შეიძლება არც იყო ასე, მოკლედ ჯერ დაღამდა და მერე გათენდა. რომ იცოცხლო ჯერ უნდა მოკვდე და მერე.  ეს მოქცევა,  ჩვენი ქცევა, არაფერ შუუაშია რაც ჩვეულებრივ სხვებთან ხდება.. ჰა, ჰა..

  • რა გაცინებს?
  • ჰა, ჰა, ჰა
  • აი კიდევ. შენ ვინ ხარ?
  • მეეე? მე ხმაური ვარ

 

იყო და არა იყო რა. იყო ერთი დიდი სამყარო  და ერქვა მას სახელი. თავის დროზე ყველამ იცოდა, მაგრამ  გადიოდა დრო  და დროსთან ერთად  კვდებოდა მისი სახელიც. ბურუსში ხარ ,ბურუსში ხარ, ბურუსში ხარ -ისევ ის ხმა, ისევ იქიდან, ხმის  იქით ბევრი ხალხი და სცენა. ნათებამ თვალები გამიყინა, მუსიკა ყურებში შემიძვრა და ძარღვებში სისხლთან ეთად  გაისრიალა. სიგარეტის მასიურმა ოხშივარმა ჯერ ცხვირი, მერე კისერი ჩამიწვა და ფილტვები დამიბერა. თავი მაღლა ცაში ავწიე და ჩავისუნთქე მერე უკვე სუფთა ჰაერი..შუბლი შუაში გამიხურდა  და დამეძაბა. წარბები შემიკრა და ყველა აზრმა ფიქრებით, რომ  გამოიტენა  ზუსტად იმ წერტილში მოგროვდა სადაც ასე ძალიან მიხურდა. თავზე თითქოს მედუზა მომეწება  და ისე მაგრად მომიჭირა, რომ კრიჭა შემეკრა. მერე ბურუსიდან ჯერ ერთი გოგო გამოძვრა – ნახე ეს ბიჭი საერთოდ არ იცინისო მეორე გოგოს უთხრა და ჩამეხუტა. ჩემი კრიჭა ღიმილმა გაანიავა და ბრეკეტებიც გამომიჩნდა. ამან  გოგოები უფრო გაამხიარულა და თითქმის აღარ მომშორდნენ. არც მედუზა მომშორებია.მიჭერდა ჩვეული მონდომებით და ფიქრებს თავიდან გარეთ არ ატარებდა.. თუკი მე ტვინით ვფიქრობ, გული ამ დროს რას აკეთებს მეთქი ვიკითხე ისე ჩემთვის და ისევ ის ხმა -ჰა ჰა ჰა. სულ ბოლოს გათენდა.გაქრა გოგოები, ბურუსი და მედუზაც.

იყო და არა იყო რა. იყო ერთი დიდი სამყარო და ერქვა  მას ხმაური, ისევ  ის ხმაური რაც ჩვენ ვართ.

 

© ბალდონელი

Advertisements

96. იგივე

board-895399_960_720

წვიმდა და სველი ძაღლი ბეწვს იბერტყავდა. თავი მქონდა გამოტენილი ბევრით და მეც მომინდა ასე გამებერტყა ტვინი..ისე წვიმდა, არსად კაციშვილი არ იდგა.ძაღლი მე და ლამპიონების შუქი წვიმაში გაწელილ  გუბეებში…ღამე იყო. შუაღამე. შუაში დიდი გუბე, თხლაშ და ადიდასშიც წყალი შევიდა. ისევ იგივე..ისევ ისე..  და სულ ასე, ვინც ჩემი არ იყო ჩემთან იყო. დავიხედე  და შევიგინე,  შენი დედაც მოვტყან თუ ისევ იგივე. გავაგრძელე გზა. ტვინს არაფერი მიმძიმებდა, ძველებურად წვიმდა..

 

© ბალდონელი


95. ჩემს ფერებს

14561871_1682906898691084_3240717485288194048_n1

გავარჩიე ერთი აბზაცი და ვთქვი , ეს ის არაა რაც მე მინდა. გარეთ შემოდგომის თვე იყო, მაგრამ შემოდგომის მაგივრად ზამთარი იდო. სუსხი სახლში არ შემოდიოდა და არც მანაღვლებდა დიდად რა იყო. მადარდებდა ჩემი თავის ტკივილი , მარცხენა საფეთქელის ოდნავ ზემოთ წერტილივით, რომ მიბურღავდა თავის ქალას, ტვინს და ნერვებს წარამარა. დამირეკა მან.. ვესაუბრე და ვთქვი, ეს ის არაა ვინც მე მინდა. მარცხენა თვალი გადმომივარდა, მიწაზე დავარდა, ახტა, დახტა და გადახტა. თავის ტკივილის ბრალია და თუ ასე გაგრძელდება თავიც მომძვრება ალბათ. თვალს არაუშავდა, მაგრამ თავის დაკარგვა კი არ მაწყობდა ახლა. ვაგრძელებდი წერას ცალთვალა, ვშლიდი და ვწერდი აბზაც-აბზაცს.გარეთ გამოიდარა.მზის სხივებმა სუსხი გაათბო და დაშალა. ჩიტებმა ჭიკჭიკი დაიწყეს და მერე დაასკლინტეს. შემოდგომა ბრუნდებოდა, ცივი გარემო თბილი ფერებით იმოსებოდა,თუმცა ეს ის არ იყო რაც მე მინდოდა და არ მენაღვლებოდა..

 

© ბალდონელი


94. ერთი თუ ორი ნაბიჯი

14522831_1060955487351112_8512612775760240641_n

ხალხი ემოციას კარგავდა, რობოტოებად ივსებოდა და სტანდარტული გარემოებების ჩვეულებრივი ბედნიერებებით ტკბებოდა. როცა ავტობუსში ავედი, ყველაზე უკან დავჯექი. მრცხვენოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, რადგან გადაფურთხებულს გავდა. თავი ღატაკად წარმომომედგინა და ფანჯრიდან დანჯღრეული ოპელის მძღოლი, რომ ჩანდა ისიც კი ჩემზე წინ იყო ერთი თუ ორი ნაბიჯით. წინ კაცი ამოვიდა და სუნი ასდიოდა სიბერის. კარგად ნასვამი ვიყავი, შარდის ბუშტი მებერებოდა და ჩასვლა მინდოდა.ჰოდა ვდგავარ ახლა მწვანეში და ვაფსავ .. მზის სხივი სახეში მირტყავს. ვუყურებ ჩემს პენისს თვალებმოჭუტული და მიწაზე წრეს ვხაზავ დიდი მონდომებით. ხაზვა არასდროს მიყვარდა, არაფერი გამომდიოდა და არც ახლა გამომივიდა. როცა წრე შევკარი, შვებით ამოვისუნთქე და თავი ბედნიერად ვიგრძენი ცოტა ხანი..

© ბალდონელი


93. Simple

13180988_1184712774895224_71270488_n

ის პერიოდია როცა თმას იფუმფულებდი, გვერდზე გადაიგდებდი, უნის სკამზე დაქალებთან ერთად იჯექი და გამვლელ ბიჭებზე ჭორაობით თავს იქცევდი. ცხოვრება თუ ჭრელია ე.ი. მშვენიერია, რადგან ფერები ბევრია და ერთი ფერი არა ფერია. აქ მაიმუნები ხალხზე  მეტია. მე კი მგონია რომ ვარ ტარზანი და მაიმუნებთანაც ადვილი არის. წარსული იყო გრძელი. სასმელი, აბები, და მოსაწევი ბედნიერი. როცა ასაკმა მოიმატა, სიცოცხლემ  მოიკლო  და ტვინიც გამოიხარშა.მომავალი ხანმოკლე და ბრძენია. სიბრძნე სიცრუეშია. ყველაფერი მარტივი მშვენიერია. ადვილია იყო ძნელი, ბედნიერი და ბევრთან ერთად ერთი.

 

© ბალდონელი


92. მე გადავცურავ ზღვას..

12670134_890593577720638_1337475086231037973_n

მე გადავცურავ ზღვას.. შენ გგონია, რომ სხვა ნაპირი უკეთესია მაგრამ.. იქნებ ზღვაშია ცურვა მართალი და არა ნაპირზე გასვლა? ამსხვრევ სხვის ჩარჩოს და უფრთხილდები საკუთარს შვილივით. თვალები დახუჭო გინდა და იმოგზაურო ბევრი, აღარ დაუშვა შეცდომები და აირიო ცოდვებში მეტი.. როგორ ცივა დღეს. პულტზე მაინც იყოს ეს მზე, ჩავრთავდი და გამოვრთავდი ხოლმე.

 

© ბალდონელი


91. მგონია რომ შექსპირსაც ერჩის

d8d5aab761350b43ac5c97a238686e91

თავს იმკვიდრებდა პატარა გოგო ბარში. ირჩევდა მეგობრებს ზმანში,ზასში. საუბრობდა თემებზე კაშკაშა სახით, ანცი. ტვინი ელასტიური და სხარტი, ენა ბასრი. გამოცდილება ჯერ ძალიან პატარა და ცოდნაც მსგავსი. წინ რომ გადიახარა მეგობარ ბიჭს ყურში უთხრა რაღაც, გამვლელ მამრს ქვემოდან ზემოთ ახედა და მოშიშვლებულ წელთან  ერთად ტრუსიკიც აჩვენა…  ხშირად ვიღაც ხელს მიშლის, მგონია რომ შექსპირსაც ერჩის. შექსპირი  დათვია. ის  გალიაშია. გალია  ყველგან ერთია და მნიშვნელობა არ აქვს რომელ ქვეყანაშია, სამწუხაროა,  ყავა გაცივდა და ცივი არც ისე კარგია..

 

© ბალდონელი


%d bloggers like this: