64. ყვითელი

1410718_670446003068731_4308620951073089936_o

ჩემი ნევროზული განაჩენი.. ეს  ასე დაიწყო. დრო ბევრი მქონდა, რადგან ისევ უმუშევარი ვიყავი და ისევ რეზიუმეს გაგზავნით დაკავებული. კომპში ფილმების ყურებით, ევროპაზე ოცნებით, ნაყოფიერი ნძრევით და უანაყოფო დღეებით. ახლა ხშირად  ვჩათაობ და არც თუ ისე ხშირად ვფიქრობ. ამ დროს ფიქრი ნაკლებად საჭიროა ალბათ.  ვჩათაობთ და ემოციებით ვითენთებით. უფრო სწორედ მოთენთილი ემოციებით ვიკერებით. არა, არა,   უემოციო სახეებით ვითენთებით – ეს უფრო სწორია. სახეებით, რომელსაც ფერადი სმაილიკებით გადმოვცემთ. გავცემთ ჩვენს ფიქრებს, აზრებს, ეროტიულ სპაზმებს. გახსოვს ასე ბოლოს როდის შეგიყვარდა? სიყვარული ღრმაა, სამყარო სიყვარულივით ღრმა და ღრმა სამყარო ვირტუალიზმით ფეხმძიმე და გაბერილი. დღეს ჩემი ემოცია შენმა  სმაილმა გამოიწვია. ჩემი შენით გამოწვეული ემოცია ამით გამოიხატა და მერე შენც ყვითლად გაგეღიმა.

 

© ბალდონელი


Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.