71. პატარა აგრესიები

10885303_694012864045378_5762005620762403492_n

გილოცავთ ახალ წელს მეგობრებო. რადგან ჩემს მეგობრებში ხართ ე.ი. რაღაცას ნიშნავს ეს და ამიტომაც არის ასე. ვისაც მე ვახსოვარ და არ ვკიდივარ, ყველას გილოცავთ და ვისაც ვკიდივარ მინდა ვუთხრა, რომ მე კიდევ უფრო მაგრა მკიდიხარ და შეგიძლია ამომშალო,რადგან ამ წელს შენი ადგილი ჩემთან მაინც აღარ იქნება. ჰო, ჰო, ჰო

ასე დადგა ეს წელი. ეს უკვე მეორე დღე იყო, როცა მე უხასიათოდ გამოღვიძებულმა დავპოსტე Facebook-ზე და მერე წავშალე. წინა ღამით უნიტაზს ჩახუტებული და დილით, დიდი თავით გაღვიძებულ, გასიებულ, გაბრაზებული. იყო მასში აგრესიის ფონი და ღირდა რომ? დღეს ამ დიად აგრესიას გაზრდაც არ დასცალდა და ამოიკვეთა. გაანადგურე შენი დათესილი პატარა აგრესიები მანამ, სანამ გაიზრდებიან, რადგან ისინი გაგბერავენ ბოღმით და გაგხეთქავენ ბუშტებივით, ადრე თუ გვიან. მცირეა ის, თუ მსხვილი მაშტაბის მქონე აგრესიული შენი ფონი, ნუ მოახვევ მას, მათ, რომლებსაც შენ ძალიან მაგრად კიდიხარ.

 

© ბალდონელი


Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.