67. ამ ახალ წელს

10377007_676568725789792_1425725977655314471_n
– რას აპირებ?
– სად აპირებ?

თემები დედამთილებზე, ქმრებზე, ჭურჭლის სერვისებზე. ვინ რა იყიდა, სად,რამდენად და რანაირად. ისინი საუბრობდნენ სქელ და თხელ ჯიბეებზე. ყიდულობდნენ ფეხსაცმელს, ცნობილი მუსიკოსის ბილეთებს როცა მისი არსებობის შესახებ არაფერი ესმოდათ, არ იცოდნენ, არ უნდოდათ. ერთმანეთის ჯინაზე იცვლიდნენ უფერული ცხოვრებით გახუნებულ ქვეშაგებს. ჭორავდნენ მეზობლებს, მეგობრებს, მეც. მოუსვენრად ცქმუტავდნენ ერთ ადგილზე გაყინული დღეებით, ძველი და ახალი წლებით. იდგა ნაძვის ხე და ეკიდა ვაშლები. გარეთ მარტი არ იყო, მაგრამ ატეხილი კატები.

© ბალდონელი

 


Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.