6.რეკლამა

აუ კისერიიი… რა მაგრა უკბენია ამ გიჟ გოგოს… : ))) წავედი. მიწის თხილს ვიყიდი და მოვალ..გავაგრძელებ წერას..
FB-ზე მეგობრის ლინკმა მიიქცია ჩემი ყურადღება. საქართველოზე ედო ვიდეო..შევედი გავხსენი და ჩემი რეაქცია: ვააა.ესეთი გახადეს? ნუთუ ამდენი რამ შეიცვალა ჩემი არ ყოფნის დროს? ყველაფერი რა ლამაზად არის დახატული ამ ვიდეოში-თქო.. .. მეგობარს გადავუგზავნე და ვკითხე: ბიჭო, რა ხდება, მართლა ასეთი გახადეს საქართველო თუ გვაყ..თქო? მიპასუხა: ხო,მაგრამ მე რა? თუ ფული არ გაქვს, მკვდარი ხარ, ესე აყლ…ბენ, ამის დედაც…სად გავიქცე იმას ვფიქრობო.
ქვეყანა ლამაზდება ტურისტებისთვის ?.. და ადგილობრივები სულს ღაფავენ? თუმცა ეგ კიდევ საკითხავია, ქვეკანაში, სადაც ორმა ფენამ, მდირების და ღარიბების, შუა ფენა გაპრესა და საერთდ გააქრო.მდიდარი, რომელიც მეგობრებს მობილურის, მანქანის და ზმანის ხარისხით ირჩევს, ბიზნესს დებს, როგორც ქათამი კვერცხებს და იკვებება სხვისი სიღარიბით.. რესტორანში, რომელიც მას ძალიან უყვარს, ქართველების სიყვარულზე აღაღადებული სადღეგრძელოებით ამკობს მის გარშემო მყოფ high class საზოგადოებას!..მეც არ ვიყო არსენა, რეეებს ვწერ და ამ ვიდეომ ესე რატომ გამაკვირვა? ეს ხომ რეკლმა იყო? .. და რეკლმა ხომ, ვარდისფერი ილუზიაა ნაცრისფერ რეალობაში.


Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.